დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
”ეს, იყო ძალიან კარგი საშუალება, რომ წარმედგინა ჩემი „პროგრამა“. მე, პრეზიდენტისთვის არ მიყვარს სიტყვა პროგრამის გამოყენება, რადგან ეს უფრო სამთავრობო სიტყვაა. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვებისა და პრიორიტეტების წარდგენას. ამ შეხვედრაზე წარვადგინე ყველა ის საკითხი, რომლებზეც რეგიონებში გამოსვლის პროცესში ვსაუბრობდი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.