სალომე ზურაბიშვილი – ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ დაინახონ ცხოვრებაში პერსპექტივა

რ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით, ამძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებპრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზეგანაცხადა.

„საჭირო არის, რომ ერთად გავმართოთ საინფორმაციო კამპანია და დავანახოთ, რაც ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ვაჩვენოთ რაზიანის მომტანია ნარკოტიკი თავიანთი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. ვასწავლოთ, როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაშიპერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისხელშეწყობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

„ამ საკითხზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფინანსურის გარდა, მეორე ნაწილი ეხება საზოგადოებას. ჩვენ ეს ადამიანებისაზოგადოების სრულუფლებიან წევრებად უნდა მივიღოთ. პრობლემა გონებაში წყდება. ამავე დროს, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეტი რესურსებიგვქონდეს. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. თბილისში ნელ-ნელა გადავდივართ ევროპულ ნორმებზე, მაგრამ რაიონებში ამ კუთხითძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამაზეც ერთად ვიმუშაოთ და ვნახოთ, რა არის პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმა, რაზეც შეიძლება, ერთადშევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამ ერთიანობის დარღვევასცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ.

„სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ და ველოდებით, თან ვამბობთ, რაგვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება, ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, არამედ ჩვენევროპაშიც გვაქვს სათქმელი. იქ გვაქვს ტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში.

ჩემთან მოვიდა ჯერ აზერბაიჯანელი ქალების წარმომადგენელი, შემდეგ სომეხი ქალი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთად და გვაქვს ერთმანეთისპატივისცემა. ეს მსოფლიოში და თუნდაც ევროპაში რაღაც გამონაკლისი იშვიათობა გახდა, მაგრამ ჩვენ ეს საუკუნეების მანძილზეშევინარჩუნეთ. თუმცა ვიღაცები ცდილობენ ეს ერთიანობა დაარღვიონ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ეს მხოლოდ მტერს თუ სურს.

ჩვენ ვართ ძლიერი ქალები, ვართ ძლიერი ქვეყანა, რადგან ერთად ვართ. თქვენ ჩემთან ერთად იქნებით საქართველოს ქალი პრეზიდენტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი