“სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.

“დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაზე, კამპანია მიმდინარეობს უხამსი სიტყვებისა და აგრესიული ტონალობის ფონზე, სამწუხაროა, რომზოგიერთი მედიის წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს,ასეთი აგრესიული და ძალადობრივი ფორმით, მუქარის ტონით ჩაერიოს საარჩევნო კამპანიაში. მათ ეს გაუკვირდათ, წყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის პირდაპირიპარტიული არჩევნები და ვიძახით, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ვიღებთ ასეთ სურათს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი