პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებისგახსნის ღონისძიებას დაესწრო.
მისი თქმით, პარასპორტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხმარება.
“მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ტარდება ასეთი საერთაშორისო შეჯიბრი, სადაც ძალიან ბევრი წარმომადგენელია. კიდევ უფრომნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პარასპორტი, რაც მაგალითია, ყველა იმ ადამიანისთვის, შშმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრებას უყურებენიმედიანად, როცა ხედავენ მათ წარმატებას. ეს არის გზა, შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. სპორტისდა ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, მომხრე ვარ და მომავალშიც ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მხარს დავუჭერ ყველა კუთხით და ყველაფორმით, რასაც შევძლებ და გარკვეულწილად პარასპორტის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა,რომ ამ ქვეყანაში შშმ პირებისსაზოგადოებაში ინტეგრაცია მოვახდინოთ, რაც დღემდე არ არის”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.