სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა. სალომეზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.

“ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რადგან პირველ რიგში გამეგო რა პირობები არის,ვინაიდან მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებშიც. ეს საწარმო, ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველასტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც სამწუხაროდ ზოგჯერ დაცული არ არის. ასევე, ეს არისთანამედროვე საწარმო, მიმდინარეობს ახალი ინვესტიციები და დასაქმებულია რუსთავიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაზრდისპერსპექტივაც არსებობს და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რეგიონები განვავითაროთ. რეგიონების განვითარება კინიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება, ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვასაწარმო არსებობდეს საქართველოში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დანართების არე

კომენტარები

დატოვე კომენტარი