სალომე ზურაბიშვილი თეთრწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს კანდიდატი თეთრიწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფო ენა, როგორც აუცილებელი წარმატების გზა ამ რეგიონისთვისა და ადამიანებისთვის კულტურასთან, იდენტობასთან, ტრადიციებთან ერთად შენარჩუნებული უნდა იყოს. თუ ამ რეგიონში ადამიანებს უნდათ, განვითარების ძრავა გახდნენ, სახელმწიფო ენა უნდა გამოიყენონ, ასე გაიგებენ რა პროგრამები არსებობს და როგორ შეიძლება თავიანთი რეგიონის განვითარება“, – აღნიშნა მან.

შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი