სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა – კარასინი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით ბოლო მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

„ჩვენ პირდაპირ არ განვიხილავს თბილისში არსებული ვითარება, თუმცა ვთქვით, რომ დემონსტრაციებზე რადიკალების უპასუხისმგებლო განცხადებებს განწყობაზე გავლენა აქვს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. მერე დემონსტრანტების წამოყვირებები იყო, ამ ყველაფერს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. ორმხრივ ურთიერთობებში მეზობელ ქვეყნებს შორის სახელმწიფოს მეთაურმა თავს ასეთი გამონათქვამების უფლება არ უნდა მისცეს. ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და გამონათქვამები შევარჩიოთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი