პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს, ზუგდიდში ჩავიდა, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრა ხმაურით დაიწყო, რადგან ოპოზიციის არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები დარბაზში არ შეუშვეს. სიტუაცია მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ განუმხტა, რის შემდეგაც შეხვედრაზე დასწრება ყველა მსურველმა შეძლო.
მოგვიანებით, შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზურაბიშვილის “ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი” უწოდა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტებიც იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთს ბანერი ეჭირა წარწერით “არ შეეგუო ოკუპაციას”.
საბოლოოდ ზურაბიშილმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და შეხვედრა დასრულდა.
ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.