სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის საელჩოს და ცესკო-ს მიერ კანდიდატებისთვის შემუშავებულ “ეთიკის პრინციპებს” ხელი არ მოაწერა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმს შვეიცარიის საელჩოსა და ცესკო-ს მიერ საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის შემუშავებულ “ეთიკის პრინციპებს” ხელი არ მოაწერა.

მიზეზებზე კანდიდატმა კასპში ამომრცეველთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის  ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები. ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა და დანარჩენების ხელმოწერები ჰგავს წარსულში საქართველოსადმი ისტორიულ ხელშეკრულებებზე  რუსეთის ხელმოწერებს, მერე რომ არასდროს სრულდებოდა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორიპარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ

ცნობისთვის, ცესკო-ს და შვეიცარიის საელჩოს მიერ ინიცირებულ „ეთიკის პრინციპებს“, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატები შეთანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს ერთმანეთის მიმართ, ხელი 20-ზე მეტმა კანდიდატმა მოაწერა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი