სალომე ზურაბიშვილი – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა

რეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როსუილსონს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩისმოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან  ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა.მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან.  პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნოგარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში.  ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია,რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა  ბევრად უფრო ბნელ საბჭოთაკამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხებაჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტებებსა და პრიორიტეტების მოსახლეობისთვისწარდგენის საკითხებს.

„ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა იქნება ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენადრთული იყო ამ თემებისა და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, როგორ ჩატარდა  კამპანია და რამდენიხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი ჩამოსული არის და ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით. მისთვისყველა ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ყველა შეხვედრა დასრულდება, საელჩოში გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი