სალხინოს მიმდებარედ ტყე იწვის

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, იწვის ტყე.

ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს დაკვალიანმებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი