სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეს სახერხი საამქრო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.

„ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 6 ერთეული წიფელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და 4 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი