თბილისში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.
ადგილზე კვლავ დაძაბულობაა. აქციის მონაწილეები აგრძელებენ გაურკვეველი საგნების სროლას სამართალდამცველების მიმართულებით. სამართალდამცველები მათ დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ “რუსებო, რუსებო!”.