“სამართლიანი არჩევნები”: “ინგირში ორმა ამომრჩეველმა ორჯერ მისცა ხმა”

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელ დავით აქუბარდას განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ორჯერ ისარგებლა.

“გადასატანი ყუთის სიაში იყო 35 ადამიანი. ყუთის დაბრუნების შემდეგ 35-ვე ხელმოწერა იყო დაფიქსირებული, თუმცა ამ სიაში მყოფი ორი ამომრჩეველი უბანზე მივიდა და ხმა მისცა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ვითხოვთ ყუთის ბათილად ცნობას“, – აცხადებს აქუბარდია.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ მათთან „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი უკვე შესულია, რაზეც ოლქი იმსჯელებს მიიღებს გადაწყვეტილებას

კომენტარები

დატოვე კომენტარი