სამეგრელოს გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ორმა მოადგილემ, პირველმა მოადგილე ირაკლი ჯიქიამ და მოადგილე კობა ქანთარიამ თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალინ პირველი მოადგილეც წარადგინა.

“რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ლიდერები. მმართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია. დავით ფარცვანია გააგრძელებს გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას”,- აღნიშნა მოწერელიამ.

არსებული ინფორმაციით, ჯიქია მოღვაწეობას თბილისში, ძველ სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს, კობა ქანთარია კი ამბობს, რომ შემოთავაზებები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყებებიდან აქვს, თუმცა ჯერ კონსულტაციების რეჟიმშია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი