სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ანგარიშის წარდგენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ანგარიშის წარდგენა პროტესტის ფონზე დაიწყო.

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვლეს” წევრებმა ადგილზე კაკალი და თხილი მიიტანეს. მათ გუბერნატორისთვის პარკების გადაცემა უნდოდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ზუგდიდის ტექნოპარკის შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ანგარიში წარადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი