სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე გადადგა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ რუსია გადადგა. შესაბამისი განცხადება რუსიამ 18 სექტემბერს დაწერა.
ინფორმაცია newsportal.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, კახაბერ რუსიას გადადგომა მის სამომავლო გეგმებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსია სენაკის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდოარეობის კანდიდატია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი