სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დავით ფარცვანია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრნატორის პირველ მოადგილედ შს სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელი დავით ფარცვანია დაინიშნა.

ფარცვანია თანამდებობაზე დღეს ოფიციალურად წარადგინა თავად გუბერნატორმა.

“ეს ჩემთვის დიდი შანსი და შესაძლებლობაა, რომ ჩემი მშობლიური რეგიონის მოსახლეობას მოვუტანო მეტი სიკეთე და მეტი რეალური ცვლილება. გუნდთან ერთად შევეცადო, გავაუმჯობესო მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა“, – განაცხადა დავით ფარცვანიამ.

მანამდე დავით ფარცვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, უფრო ადრე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე კერძო და საჯარო დაწესებულებებში მუშაობდა.

მიმდინარე წლის მერის არჩევნებზე ფარცვანია აქტიურად მონაწილეობდა მმართველი გუნდის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში.

შეგახსენებთ, რომ გუბერნატორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ თანამდებობა დატოვა, არსებული ინფორმაციით, ის მოღვაწეობას კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაგრძობს, სადაც ბოლო თანამდებობაზე დანიშნვამდე მუშაობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი