სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა განიხილება

“Newsportal.ge”-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე მთავრობა ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოს გაგუას კანდიდატურას განიხილავს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “Newsportal.ge” ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო საუბარი ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც პრესსამსახურის უფროსს sms შეტყობინება გავუგზავნეთ იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გაგუას შესაძლო დანიშნვასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სამხარეო ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ ვის დანიშნვას გეგმავს პრემიერი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე.

ნიკოლოზ გაგუა წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის იყო ფინანსთა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძის გაპრემიერებიდან ივანე მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნვამდე, მანამდე და მის მერე კი მინისტრის მოადგილე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, უფრო ადრე, 2015 – 2016 წლებში მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, 2013 – 2015 – ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, 2011 – 2012 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, 2010 – 2012 – პროექტის განმახორციელებელი რგოლის დირექტორი, მსოფლიო ბანკი, SIDA, DFID-ის დაფინანსებით მიმდინარე ფინანსური სექტორის მართვის მხარდაჭერის პროექტი, 2010 wels ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, 2006 – 2010 წლებში ფინანსური დირექტორი, შპს „სთრაიდ ჯორჯია“, 2004 – 2006 წლებში საინფორმაციო სისტემების განვითარების კონსულტანტი, სს „თბილისის წყალი“, 2001 – 2006 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური დირექტორი, 2001 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მთავარი ფინანსური სპეციალისტი, 2000 – 2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, 1999 – 2000 წლებში  USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ეკონომიკური ექსპერტი, 1997 – 1999 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის ეროვნული კონსულტანტი

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხვა 4 რეგიონის გუბერნატორთან ერთად ლევან შონიაც გაათავისუფლა. მისივე თქმით, ახალ რწმუნებულებს, რამდენიმე დღეში წარადგენს

კომენტარები

დატოვე კომენტარი