სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ვლაქერნობის მილოცვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს:

გილოცავთ ვლაქერნობას! ღმერთმა გაგაძლიეროთ, ეს ის დღეა, როცა მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამეოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია დავანებული.

დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა!

პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია

კომენტარები

დატოვე კომენტარი