სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ორი ახალი მოადგილე დანიშნა. დავით ვერავა, რომელიც ზუგდიდის ახლადარჩეული მერის გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და ნუკრი ხასია, რომელიც, უკვე წლებია, ფონდ „ქართუში“ მოღვაწეობს. დავით ვერავამ პოსტზე მალხაზ თორია, ნუკრი ხასიამ კი კობა ქანთარია შეცვალა.
„ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, სწორედ ამიტომ ბატონი ნუკრი, რომელიც წლების განმავლობაში დაკავშირებულია სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, შეირჩა და დაინიშნა. დავით ვერავა ფინანსისტია და ეს ორივე მიმართულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მოწერელიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გუბერნატორმა ასევე დანიშნა მისი ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია.