კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 22 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:
ზუგდიდი – 06:00დან 07:30 საათამდე 16315 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჯანაშიას, თამარ მეფის, ხორავას, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებზე , ასევე სოფლებში რუხი, კორცხელი, რიყე და მიმდებარე სოფლებში; 08:00-დან 08:30 საათამდე 2039 აბონენტს ცოტნე დადიანის, რუსთაველის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე; 09:00დან 18:30 საათამდე 1699 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე და მიმდებარე სოფლებში; 10:00დან 18:30 საათამდე 2747 აბონენტს სოფლებში ძველი აბასთუმანი, დარჩელი, ერგეტა, ანაკლია და მიმდებარე სოფლებში.
მესტია – 11:00დან 17:00საათამდე 16 აბონენტს სოფლებში ზარდალში, ჟიბიანი, მულახიდა მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 11:00დან 18:30 საათამდე 100 აბონენტს სოფელ ნოსირში; 13:00-დან 17:00 საათამდე 534 აბონენტს სოფელ გეჯეთში.
მარტვილი – 12:00დან 18:30 საათამდე 1210აბონენტს სოფლებში ინჩხური, ნალეფსაოგაჭედილი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 11:00დან 17:00 საათამდე 573 აბონენტს სოფლებში ეწერი და სუჯუნა.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.