სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით არც ერთი პაციენტი არ წევს.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეებში ამ დროითვის 36 პირი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 174 ადამიანი.
837 მოქალაქეს კი თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.