სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის, ანზორ ქობალიას თქმით, ინფიცირებულები და-ძმა არიან და ბათუმის კლასტერს მიეკუთვნებიან.
მისი თქმით, ორივე გადაყვანილია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსზე ტესტირება 361 პირს ჩაუტარდა, მათგან 359 უარყოფითია.