სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 12 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12 შემთხვევა გამოვლინდა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი