სამეგრელოდან გაგზავნილი ცხრავე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

სამეგრელოდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ცხრა პაციენტი გამოიკვლიეს. ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 190 პირი რჩება, 853 ადამიანს კი ვადის გასვლის გამო თვითიზოლაცია მოეხსნა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეში 92 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი