სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი – 09:30 დან 10:00 საათამდე 1482 აბონენტს ქ.ზუგდიდში შარტავას, ქუთაისის, კობახიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ახ.აბასთუმანი წყალსადენის სამმართველო; 10:30 დან 18:00 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში: ორულუ, დიდნეძი, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში, ასევე ხობში თორსა-დღვაბაში; 11:00 დან 15:00 საათამდე 473 აბონენტს სოფლებში: ერგეტა, კიროვი, დარჩელ; 11:00 დან 18:30 საათამდე 600 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ნარაზენი, ხეცერა და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 10:30 დან 18:00 საათამდე 387 აბონენტს ქ.წალენჯიხაში მიქავას, ლევან II დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფლებში მიქავა, ზუმი, ჯგალი; 11:00 დან 18:00 საათამდე 383 აბონენტს სოფელ მუჟავა და ჭალეში.

მარტვილი – 12:00 დან 18:30 საათამდე 361 აბონენტს მორიგეობით სოფლებში ინჩხური, გაჭედილი, ბალდა.

ფოთი – 12:00 დან 17:00 საათამდე 793 აბონენტს მორიგეობით ახალ პორტში, ასევე ჭავჭავაძის, სააკაძის, 9 აპრილის ხეივანი, ლიეპიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 12:15 საათიდან 17:00 საათამდე 588 აბონენტს სოფელ ხაბუმეში; 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 212 აბონენტს სოფლებში ნაკიანი, გარახაში.

სენაკი – 11:00 დან 18:30 საათამდე 460 აბონენტს სოფლებში ხორში, სოფ. მენჯის ნაწილში.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი