4 და 5 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
როგორც „newsportal”-ს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ოფისიდან აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
კომპანიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 3251 აბონენტს. კერძოდ: ანაკლიის, ორულუს, დიდი ნეძის და კიროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
5 აგვისტოს კი 07:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ ინგირი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ: ანაკლიის, ორულუს, დიდი ნეძის, ერგეტის, კოკის ორსანტიის, თარგამულის, კახათის და მიმდებარე სოფლების, ასევე კიროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მათივე ინფორმაციით, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.