კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას 19 და 21 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აგვისტოს, 15:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 343 აბონენტს ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში.
21აგვისტოს კი ელექტრომომარაგება შეუწყდება შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში მცხოვრებ აბონენტებს:
ზუგდიდი – 08:00-დან 08:40 საათამდე 2039 აბონენტს ქ.ზუგდიდში ც.დადიანის, რუსთაველის, კ.გამსახუდიას და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:30 საათამდე 2105 აბონენტს სოფლებში: თარგამული, ინგირი, ოირემე, შამგონა;10:00-დან 13:00 საათამდე 606 აბონენტს სოფელ ახალ აბასთუმანში; 06:00-დან 08:00 საათამდე 8651 აბონენტს სოფლებში: ცაიში, ცაცხვი, დარჩელი, ანაკლია და მიმდებარე სოფლები; 11:00-დან 15:00 საათამდე 1013 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბერიას, ჩიტაძის, ოდიშის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 10:00-დან 18:00 საათამდე 860 აბონენტს სოფლებში: გეზათი, სამიქაო, მაიდანი.
ფოთი – 06:00-დან 10:00 საათამდე 2493 აბონენტს ზ.გამსახურდიას, ლერმონტოვის, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე მალთაყვისა და ახალი რაიონის (დევნილთა დასახლება) დასახლებაში; 11:00-დან 12:00 საათამდე -301 აბონენტს ელადას, სევასტოპოლის და ტაბიძის ქუჩებზე; 12:30-დან 13:30 საათამდე 418 აბონენტს ტაბიძის, ჯიქიას, ბარბაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-დან 15:00 საათამდე 341 აბონენტს ჭავავაძის, სააკაძის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:30-დან 17:30 საათამდე 237 აბონენტს აკაკის, მოწერელიას, კაკულიას და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:00-დან 17:00 საათამდე 1 აბონენტს ლევან IIდადიანის ქუჩაზე (საწარმო).
მარტვილი – 11:00-დან 18:30 საათამდე 630 აბონენტს სოფლებში ჭყონი, თამაკონი, ნახურცილაო; 12:00-დან 14:30 საათამდე 65 აბონენტს სოფელ ლეხაინდრაოში.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.