სამეგრელოს რეგიონში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 29 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 31 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 – იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში – 15, აჭარაში – 12, ქვემო ქართლში – 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 5, შიდა ქართლში – 4, მცხეთა-მთიანეთშიც – 4, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტიც. ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრtye

კომენტარები

დატოვე კომენტარი