გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს შესახებ გადაღებული პრომო ვიდეო გამარჯვებულებს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
„საქართველომ და განსაკუთრებით – სამეგრელომ გაიმარჯვა.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს საპრომოციო ვიდეო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა!
ვიდეო შექმნილია ჩვენი მეგობრებისა და მჭიდრო პარტნიორის USAID/Georgia The USAID Economic Security Program დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ!“ – წერს მარიამ ქვრივიშვილი „ფეისბუქში“.