სამეგრელოში 329 პირია თვითიზოლაციაში – კარანტინში 26

სამეგრელო – ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 329 ადამიანი იმყოფება.

რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, თითეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის პერიოდი 63 პირს დაუმთავრდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ფოთის ჰოსპიტალი მზადაა პაციენტები მიიღოს. ოდიშარია ამბობს, რომ დაწესებულებები შესაბამიის ინვენტარით აღჭურვილია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი