სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კორცხელს, ბაშის, რუხს, რიყეს, ჭკადუაშის, ტყაიას, ურთასა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 10:30-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებელის, გორგასალის, ბარათაშვილის, ნინოშვილისა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხორშის, ძველ სენაკს, თეკლათს, ნოქალაქევსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე მშვიდობის, ღვინჯილიას, არჩაიასა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 06:00-დან 08:30 საათამდე სოფლებს: ძველ აბაშას, ნაესაკოვოსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

11:00-დან 16:00 საათამდე თავისუფლების ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. ასევე სოფლებს: მარანს, სეფიეთს, კეთილნარსა და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუში – 15:20-დან 19:00 საათამდე სოფლებს: კირცხის, სარაქონს, ლეწურწუმესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ახალაიას, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი