სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ რუხსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,  მონაცვლეობით სოფლებს: ფოცხოს, გეჯეთს, ნოსირსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 10:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: პატარა ფოთს, შავღელეს, ჭალადიდს, ყულევსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ჩხოროწყუში – 11:00-დან 18:30 საათამდე  ქუჩებს: კ.გამსახურდიას,არახამიასა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფლებს: ლეწურწუმეს, ხაბუმესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი