სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: კორცხელს, კახათს, ოდიშს, ანაკლიას, დარჩელს. ყულიშკარს, ნარაზენს, აბასთუმანსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე კ.გამსახურდიას, ლერმონტოვის, ბერაიას, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 10:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ბარათაშვილის,რუსთაველის,მოწერელიას,აღმაშენებელის,კლდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს:  ჯგალს,ეწერს,ლიასა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 06:00-დან 09:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: რუსთაველის,ცერცვაძის,აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე სოფელ ხორშის.

ჩხოროწყუში – 12:35-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ახუთს,კირცხის,ლეწურწუმესა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.ასევე ქუჩებს: გობეჩიას,არახამიას,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი