სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სენაკში მშვიდობის, ნაფეტვარიძის, ხუბულავას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფელბში თეკლათი, ჭალადიდი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს აბაშაში თავისუფლების, ნინოშვილის, ფრანგიშვილის და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მესტიის რაიონის სოფლებში ლატალი, ფარი, ახალშენი, ნაკრა და მიმდებარე სოფელბში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში კირცხი, სარაქონი და მიმდებარე სოფლებში;

14:55-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალენჯიხის რაიონის სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ, კორცხელი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ზუგდიდის რაიონის სოფლებში დარჩელი, დიდინეძი, ორული, ერგეტა და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე ზუგდიდში ფიროსმანის, ჩაჩიბაიას, წყნეთელის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი