სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭაქვინჯს,ნარაზენს,ტყაიას,ლიას,ჭკადუაშს,კორცხელსა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ჭალადიდს,მენჯის,ნოსირს,უშაფეთს,ზანასა და მიმდებარე სოფლებს.ასევე  მშვიდობის,ღვინჯილიას,ელიავასა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფახულანს,ლიას,ჯვარს,ტყაიასა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გორგასალის,გაბუნიას,ფაზისის,კაკულიასა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი