სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ფოთში – 10:30-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ზ.გამსახურდიას, წმ.ნინოსა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე მალთაყვას დასახლების ნაწილს.

მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სალხინოს,ტალერს,კურზუსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი