სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას”ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 17:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ცოტნე დადიანის,რუსთაველის,ნინოშვილის,ყაზბეგისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: კოსტავას,ზერაგიას,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 11:00-დან 17:00 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს:რუსთაველის,ელიავას,აღმაშენებელის,ცერცვაძისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფელ  თეკლათსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი