სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს:

სენაკში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭალადიდს, თეკლათსა და მიმდებარე სოფლებს.

9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:


წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ობუჯის, ნაკიფუს, საჩნოს, ლიას, ეწერსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი