სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ანაკლიას, დარჩელს, ჭითაწყარს, ჭაქვინჯს, რუხს, რიყეს,ვნარაზენს, განმუხურსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 11:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ზერაგიას, კლდიაშვილის, აღმაშენებელის, თავდადებულის, პუშკინის, გოგოლისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მშვიდობის, კოსტავას, ფიროსმანის,ფოთისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ახალსოფელსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ჩხოროწყუში – 11:40-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ზუმს, მუხურს, თაიასა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი