გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნარაზენს, ახალსოფელს, ჭკადუაშის, ლიას, დარჩელს, ერგეტასა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხაში – 08:00-დან 12:00 საათამდე სოფლებს: ჯგალს, ობუჯის, ნაკიფუსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
ჩხოროწყუში – 14:50-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაფიჩხოვოს, ჭოღას, თაიასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: შხეფს,ძველ სენაკსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.