სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს

ზუგდიდში – 09:00-დან 11:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცაიშს, ცაცხვს, ხამისკურსა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაგვაზაოს, ხუნწის, კურზუს, სალხინოსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი