გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 11:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რუხს, კახათს, ზედაეწერს, ცაიშს, კორცხელს, აბასთუმანს, ინგირს, ოდიშს, ნაწულუკუს, დარჩელსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. ასევე ქუჩებს: ტაბიძის, ბერაიას, კოსტავას, რუსთაველის, გრანელის, მოსაშვილის, კ.გამსახურდიას, კედიასა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 09:00-დან 13:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: პეტრე იბერის, ჩიტაიას, დანელიასა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას.
სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეძაძამეს, ფოცხოს, ძველ სენაკს, ნოქალაქევსა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 10:00-დან 17:30 საათამდე სოფლებს: ინჩხურის, ქვაითსა და საელიაოს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.