სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნარაზენს, ნაწულუკუს, ოდიშს, კახათს, ჭითაწყარს, ცაიშსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე წერეთლის, ჩიტაძის, რუსთაველის, კოსტავას, თამარ მეფის, შარტავას, პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 16:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ეწერს, მარანსა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 12:00-დან 18:30 საათამდე  სოფლებს: თამაკონს, ნახურცილაოს, დიდჭყონს, გურძემსა და ჭყონს.

სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,  მონაცვლეობით სოფლებს: ფოცხოსა და ლეშამათავეს. ასევე ხერცვაძის, რუსთაველისა და ტაბიძის ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი