სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ყულიშკარს, ინგირს, რუხს, ოდიშს, ნაწულუკუსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ჩიქოვანის, დემურიას, რუსთაველის, ნინოშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუში – 10:25-დან 19:00 საათამდე მშვიდობის, შენგელიას, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლიას, ზღვაიას, ჯგალსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

აბაშაში – 12:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მარანს, გაუწყინარს, სუჯუნასა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 14:00-დან 17:30 საათამდე ქუჩებს: კოსტავას, რუსთაველის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი