სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:კახათს,ინგირს,ცაცხვს,ცაიშს,ოდიშსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ნოჯიხევსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.ასევე ჭავჭავაძის,დადიანისა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ჯგალსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ჩხოროწყუში – 11:30-დან 18:30 საათამდე სოფელ გარახასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

სენაკში –  12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: მშვიდობის,კოსტავას,ურიდიასა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე სოფლებს: ახალსოფელს,მენჯისა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი