სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეღუდება


“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 13 აპრილს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ხობი.10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ პატარა ფოთში. 11:00დან 18:00საათამდე ქ.ხობში ჭავჭავაძის, შანიძე, ჭყონდიდელის, გუმბაზ მეფის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ნოჯიხევს.


აბაშა. 11:30დან 16:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლობით აბონენტებს ქ.აბაშაში მშვიდობის, შუბლაძის, კაპანელის, 26 მაისის, პაჭკორიას, გამსახურდიას, თოფურიას,აკაკის IV შესახვევს და მიმდებარე ქუჩებს,სოფლებს ძველი აბაშა, ნორიო, ონტოფო, ნოღოხაში, კაპანა, მაიდანი და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი