სამეგრელოში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ფერომონების დამონტაჟება დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.

მინისტრებმა, მავნებელთან საბრძოლველად სენაკში მობილიზებული პრეპარატები, შესაწამლი აპარატურა და სხვადასხვა საშუალებები დაათვალიერეს, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება.

ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში. პროცესის მიმდინარეობას ხობის მუნიციპალიტეტში ადგილზე გეცნენ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.

სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი