სამეგრელოში გიდების სერვისის გასაუმჯობესებლად ახალი პროექტი იწყება

სათავგადასავლო ტურიზმის ბაზრის განვითარებისა და ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის ფარგლებში, USAID Zrda, სამეგრელოში მცხოვრები გიდებისთვის ახალ პროექტს იწყებს.

USAID Zrda-ს ინფორმაციით, საერთაშორისო დონის ექსპერტები გიდებს პროფესიულ გადამზადებაში დაეხმარებიან. ტრენინგები მოიცავს, ჯომარდობის, კანიონინგისა და დაივინგის დისციპლინებს.

“მსგავის სწავლება საქართველოში პირველად ხორციელდება და სასერტიფიკატო კურსის მიზანია, კანიონინგის მაღალპროფესიონალ ინსტრუქტორებად ჩამოყალიბების მიზნით, პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები გიდების გადამზადება, რათა შემდგომში მათ რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. სასერტიფიკატო გადამზადების კურსი ჩატარდება – მიმდინარე წლის, 7-21 ივნისს და 22 ივლისს – 2 აგვისტოს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ბაზარზე პროფესიონალი გიდების არსებობა, შესაძლებელს გახდის რეგიონში გაცილებით დიდი ტურისტული ჯგუფების მოზიდვას,  რაც მათივე თქმით, ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების პერსექტივას.

USAID Zrda, იგივე პროექტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც ახორციელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი